დე როსი:“ სპალეტი ფენომენალური მწვრთნელია, ნორტონ-კაფი იუვესთან ვერ დაგვეხმარება“
ჯენოას მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ნაკრების ფიასკო ? ეს სრულიად იტალიური ფეხბურთისთვის ძალიან რთული პერიოდია. ჩვენ შედეგებს ვეღარ შევცვლით, ამიტომ საჭიროა, ყველაფერი სწორად გავაანალიზოთ და დავიწყოთ იმ ცვლილებების განხორციელება, რაც უკვე დიდი ხანია საჭიროა. მჯერა, რომ ნაკრები თავის სიმაღლეზე დაბრუნდება, ახლა კი ჩვენი მთავარი საფიქრალი იუვენტუსთან ურთულესი მატჩია.
„ნორტონ-კაფი ? ის იუვენტუსთან ვერ ითამაშებს. ბრუკის ტრავმა სერიოზლი არ არის, მაგრამ მომდევნო შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება.
„სპალეტი ? ლუჩიანო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, არა მხოლოდ პროფესიონალურ, არამედ პერსონალურ დონეზე. შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი კარგი მეგობარია. ლუჩიანო ფენომენალური მწვრთნელია, მასთან ერთად კარიერის საუკეთესო პერიოდი გავატარე.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
