TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დე პაოლა:“ მოტას გუნდის შედარება ალეგრის კოშმართან უბრალოდ წარმოუდგენელია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ტიაგო მოტას კრიტიკოსებს უპასუხა.

„დღევანდელი იუვენტუსი მაქს ალეგრის გუნდთან შედარებით, რასაც ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვუყურებდით, უბრალოდ სასწაულია. მაშინაც კი, როდესაც გუნდი 0-0 თამაშობს, ჩვენ სულ სხვა მიდგომასა და სტილს ვხედავთ.

„იუვენტუსში ბევრი ახალი ფეხბურთელია, მათ ადაპტაციის გავლა სჭირდებათ, ამასობაში კი მოტა იყენებს გუნდის აკდემიის პროდუქტს, მათ შორის მბანგულასა და სხებს.

„გასული წლების კოშმართან შედარებით, ჩვენ ვხედავთ ვერტიკალურ იუვენტუსს, გუნდს, რომელსაც ბურთის გაკონტროლება და დომინაცია უნდა. მოტას ბევრი მოეთხოვება და ეს ყველამ ვიცით, თუმცა მისი შედარება ალეგრისთან უბრალოდ წარმოუდგენელია.

„ვფიქრობ, მოტას დრო უნდა მივცეთ და ის მოლოდინებს აუცილებლად გაამართლებს.“