TuttoJuve

Juve per sempre sarà

დე ლიხტი:“ იუვენტუსში რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ იქ ბევრი რამ ვისწავლე“

იუვენტუსის ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა ტურინულ გრანდში თამაშის პერიოდი გაიხსენა.

„როდესაც შენ იუვენტუსის რიგებს 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ უერთდები, შენგან ყველას დიდი მოლოდინები აქვს და თითოეული შეცდომა უდიდეს კრიტიკასთან არის დაკავშრებული, რასთან გამკლავებაც მარტივი არ არის.

„მაშინ ძლიან ახალგაზრდა ვიყავი და ასეთ წნეხს მიჩვეული არ გახლდით. იუვენტუსში თავიდან საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ იტალიაში თამაშისას ბევრი რამ ვისწავლე. მივხვდი, რომ ფიზიკურობაზე მეტად მნიშვნელოვანი შენი გონება იყო და მოედანზე მეტი ფიქრი მმართებდა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !