დე ლაურენტისი კონტეს იუვენტუსში გაშვების წინააღმდეგი არ იქნება
იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს იუვენტუსში გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.
წყაროს ცნობით, კონტეს ნაპოლიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რადგან იტალიელ სპეციალისტსა და დე ლაურენტისს შორის ცუდი ურთიერთობაა, კონტეს იუვენტუსში დაბრუნებით კი ნაპოლის ანტონიოსთვის ხელფასის გახადა აღარ მოუწევს.
ლონგოს თქმით, ნაპოლი მაქს ალეგრისთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს და სავარაუდოდ პარტენოპეის სწორედ იუვენტუსის კიდევ ერთი ყოფილი მწვრთნელი ჩაიბარებს.