დე ლაურენტისი კონტეს 150 მილიონს დაჰპირდა, მაგრამ ანტონიოს იუვენტუსში დაბრუნება სურს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისმა ანტონიო კონტეს შენარჩუნება მსუყე სატრანსფერო ბიუჯეტით – 150 მილიონი ევროთი ცადა, მაგრამ იტალიელი სპეციალისტისგან უარი მიიღო.
წყაროს ცნობით, კონტეს ნაპოლისთან ერთად სკუდეტოს მოგება, შემდეგ კი იუვენტუსში დაბრუნება უნდა, რაზეც ის უკვე დიდი ხანია ოცნებობს.
კონტესა და იუვენტუსს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, ხოლო პარტენოპეი მის შეცვლას მაქს ალეგრის კანდიდატურით გეგმავს.