დე ლაურენტისი:“ კონტეს მომავალი ? ყველაფერი მასზეა დამოკიდებული“
ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სკუდეტოს მოგების შემდეგ ანტონიო კონტეს მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„კონტეს მომავალი ? მწვრთნელებს თავიანთი მენტალობა აქვთ. თუ ანტონიო ისეთივე მოტივირებული იქნება, როგორც ამ წელს, ჩვენ მას მივესალმებით, ყველაფერი მისი გადასაწყვეტია, ეს არა კონტრაქტის, არამედ სურვილის საკითხია.“

 
                 
                 
                