დე ლაურენტისი:“ კონტე ? თუ მწვრთნელს დარჩენა უნდა, ჩვენ მათთან მუშაობით ბედნიერი ვიქნებით“
ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ანტონიო კონტეს მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„კონტეს მომავალი ? ქომაგები მშვიდად უნდა იყვნენ, მე პირობას გაძლევთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ნაპოლი ამბიციური იქნება. აქამდე ნეაპოლში იუვენტუსის, ინტერისა და მილანის ქომაგები იყვნენ, ახლა კი ბავშვები ნაპოლის გულშემატკივრობენ და ეს ასე გაგრძელდება.
„მწვრთნელს რაც შეეხება, მას გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს და თუ აქ დარჩენა და ამ შესანიშნავი თავგადასავალის გაგრძელება უნდა, ჩვენ ბედნიერები ვიქნებით.“