TuttoJuve

Juve per sempre sarà

დე ლაურენტისი იანვარში რასპადორის იუვენტუსში გაშვებას არ აპირებს

იტალიური წყაროების ცნობით, ჯაკომო რასპადორის იუვენტუსში გადასვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გამორიცხულია.

რასპადორი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო გუნდის დატოვებას გეგმავს და მის ერთ-ერთ მსურველად იუვენტუსი მოიაზრება, თუმცა Il Mattino-ს ცნობით, დე ლაურენტისი იტალიელის ტურინში გაშვებას არ აპირებს.

წყაროს ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტს კონკურენტის გაძლიერება არ სურს, ამიტომ ფეხბურთელის გაშვებას მხოლოდ იტალიის ფარგლებს გარეთ განიხილავს.

47 views
error: დაცული კონტენტი !