დე ბრუინი იუვენტუსის სამიზნე არ არის
ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი კევინ დე ბრუინის ტრანსფერზე მუშაობას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა ბელგიელის თაობაზე ინფორმაცია მართლაც გამოითხოვა, თუმცა ბიანკონერის სხვა მიზნები აქვს და ვეტერანი ბელგიელის გაფორმება პრიორიტეტი არ არის.
დე ბრუინი ნაპოლისთან აქტიურ მოლაპარაკებებს აგრძელებს და დიდი ალბათობით კარიერას სწორედ პარტენოპეის რიგებში გააგრძელებს.