TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დანილოს გამოსამშვიდობებელი წერილი იუვენტუსს

როგორც უკვე მოგახსენეთ (დეტალები იხილეთ აქ), იუვენტუსმა და დანილომ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა.

„ძვირფასო ბიანკონერი, მე არც ვიცი, თუ საიდან დავიწყო. ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა, თუმცა გამომშვიდობებისთვის მზად არასოდეს ხარ.

„იუვენტუსში გატარებული წლები ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო. არ არის მარტივი დაემშვიდობო იმას, რაც ასე ძალიან გიყვარს, რამაც ყველაფერი მოგცა, მაისურს, რომელიც შენში წარმოუდგენელ ემოციებს იწვევს, გუნდს, რომლის ღირებულებები მე მთელი ცხოვრება მომყვება და რომელიც ჩემი მშობლებისგან ვისწავლე.

„მე ვისწავლე დიდებული ადამიანებისგან გასახდელში და შემდგომში თავად გავხდი ამ ღირებულებების დამცველი და მასწავლებელი. ფრჩხილებით და კბილებით, თითქოს ეს ყველაფერი ჩემი ნაწილი ყოფილიყო, როგორც საკუთარ შვილებს ვასწავლიდი, შვილებს, რომელთათვის ტურინი სახლი გახდა, იუვენტუსი კი მათ საყვარელი გუნდი.

„შესაძლოა, ამ ღირებულებების დაცვა ნიშნავს იმას, რომ მე პროექტის ნაწილი აღარ ვარ, თუმცა ვამაყობ იმით, რომ მე არასოდეს შევცვლილვარ და ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოდი.

„ვგრძნობ, რომ მსოფლიოში თითოეული იუვენტუნო ჩემი დიდი ოჯახის ნაწილია, თითოეული დასაქმებული, პარტნიორი და ადამიანი, რომელიც ამ მაისურს სიამაყით ატარებს და თითოეულ გამოწვევას ისე ხვდება, როგორც ეს იუვენტუსს შეეფერება.

„ბოდიშს ვუხდი ქომაგებს იმ მომენტების გამო, როდესაც მე შესაძლოა იმედებს ვერ ვამართლებდი, მაგრამ გარწმუნებთ, მონდომება და გუნდისთვის ბრძოლის სურვილი არასოდეს მაკლდა.

„მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის, პატივისცემისთვის და იმ დამოკიდებულებისთვის, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მოედანზე თითოეულ თქვენგანს წარმოვადგენდი, ჩვენი ჰიმნის მოსმენა სტადიონზე ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია და მოტივაცია იყო.

„მინდა ეს მიმართვა ანდრეა ანიელის სიტყვებით დავასრულო:“ ჩვენი გაცნობიერებულობა ჩვენი გამოწვევაა, რომ ვიყოთ იუვენტუსის ისტორიის ღირსები. ჩვენ ერთმანეთს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთი შეხედვით ვიცნობთ, რადგან ჩვენ იუვენტუსის ადამიანები ვართ.“

„მადლობა ყველაფრისთვის კაპიტანისგან, მშვიდობით.“

error: დაცული კონტენტი !