დანილომ ნაპოლისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
არაერთი გავლენიანი იტალიური წყაროს ცნობით, ნაპოლიმ იუვენტუსის კაპიტანთან დანილოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
დანიელე ლონგოს ცნობით, დანილო ნაპოლისთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მისი შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით.
პრობლემა იუვენტუსის პოზიციაა, ტურინულ გრანდს ბრაზილიელის უფასოდ გაშვება არ სურს და გარკვეულ კომპენსაციას ითხოვს, რის გადახდასაც ამ მომენტისთვის პარტენოპეი არ აპირებს.