დანილო ნაპოლის უახლოვდება, რასპადორის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება
იტალიური DAZN-ის ჟურნალისტის ორაციო აკომანდოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ნაპოლის შორის ჯაკომო რასპადორისა და დანილოს თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
წყაროს ცნობით, ნაპოლიმ დანილოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ახლა საერთო ენის გამონახვას იუვენტუსთან ცდილობს.
რასპადორის რაც შეეხება, ნაპოლი იტალიელის ტურინში იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ სეზონის ბოლოს მისი 20-25 მილიონად გამოსყიდვა სავალდებულო იქნება.