დანილო იუვენტუსისგან კომპენსაციას ითხოვს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, დანილო იუვენტუსის ნაადრევად დატოვების სანაცვლოდ გუნდისგან კომპენსაციას ითხოვს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ ის გუნდს დიდი ალბათობით მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.
წყაროს ცნობით, დანილოს გუნდის უფასოდ დატოვება უნდა, ამის გარდა კი ითხოვს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი სრულად მიიღოს.
იუვენტუსი თავის მხრივ დანილოს უფასოდ გაშვებას არ აპირებს და მის სანაცვლოდ 2-3 მილიონ ევროს ითხოვს. ბრაზილიელის ტრანსფერზე ყველაზე აქტიურად ნაპოლი მუშაობს.