TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დანილო:“ იუვენტუსის დატოვება ძალიან რთული იყო“

იუვენტუსის ყოფილმა კაპიტანმა დანილომ ბრაზილიურ Robario TV-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსსაც შეეხო.

„იუვენტუსიდან წასვლა ჩემთვის ძალიან რთული იყო. მე მიწევდა ისეთი რაღაცეების დატოვება, რაც ძალიან მიყვარდა. გუნდი, ევროპა, ჩემპიონთა ლიგა და სხვა. შემდეგ საკუთარ თავს ვკითხე, თუ სად მინდოდა კარიერის გაგრძელება და ფლამენგო პირველი არჩევანი იყო.

„ვფიქრობ, მე გუნდის დახმარება კიდევ შემეძლო, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, ამიტომ იუვენტუსის დატოვება კიდევ უფრო გამიჭირდა. შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული პაუზა ავიღე და მივხვდი, რომ ფლამენგო საუკეთესო არჩევანი იყო.“

error: დაცული კონტენტი !