TuttoJuve

Juve per sempre sarà

დანილო:“ ბერნაბეუზე იუვენტუსს სეზონის მსვლელობის შეცვლა შეუძლია“

იუვენტუსის ყოფილმა კაპიტანმა დანილომ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რეალთან მატჩი ? გასულ სეზონთან შედარებით, მე უფრო შეკრულ, მოტივირებულ გუნდს ვხედავ, იუვენტუსს, რომელიც სირთულეების მიუხედავად არ ტყდება და ბოლომდე იბრძვის. ბერნაბეუზე ურთულესი შეხვედრა იქნება, მაგრამ იქ წარმატებას სეზონის მსვლელობის შეცვლა შეუძლია, რადგან ეს ძალიან დიდი მენტალური მუხტი იქნება.

„იუვენტუსიდან წასვლა ? მე იუვენტუსის დატოვების ბოლო წამამდე გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთე. ჩემი სიყვარული, მონდომება და დარჩენის სურვილი არასოდეს გამნელებია. ჩვენი ისტორია დასრულდა, მაგრამ ცხოვრება ასეთია. გავა დრო და ყველაფერი უკეთ გამოჩნდება.

„ტუდორი ? ახალი პროექტი დროს მოითხოვს. გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, ტრანსფერებიც საკმაოდ გვიან განხორციელდა, რამაც სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდზე იმოქმედა. ეს იუვენტუსისთვის მარტივი სეზონი არ იქნება, მაგრამ მე ტუდორის მჯერა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !