TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დანილო ტურინში სეზონის ბოლომდე დარჩება

მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, დანილო იუვენტუსს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ დატოვებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ბრემერის ტრავმის შემდეგ, დანილო დიდი ალბათობით მეტ სათამაშო დროს მიიღებს და იუვენტუსი იანვარში მის გაშვებაზე უარს იტყვის.

დანილოს კონტრაქტი ტურინულ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება და ის სავარაუდოდ იუვენტუსს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.