დანილო:“ იუვენტუსი ყოველთვის ჩემს გულში იქნება“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
იუვენტუსის ყოფილმა კაპიტანმა დანილომ Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა და მათ შორის ტურინულ გრანდსაც შეეხო.
„იუვენტუსი ? ეს გუნდი ყოველთვის ჩემი გულის ნაწილი იქნება, ბიანკონერის თვალს ვადევნებ და მათ ყოველთვის ვქომაგობ.
„ალ-აინთან მატჩი ვნახე, ბიჭების თამაშითა და მიდგომით ძალიან ვამაყობ.
„ტუდორი ? ის ძალიან კარგი მწვრთნელია, იგორმა იუვენტუსი რთულ პერიოდში ჩაიბარა და გუნდს თავისი ხელი დაატყო.
„ლოკატელი ? ის შესანიშნავი ადამიანი და ფეხბურთელია, მანუელი კაპიტნის სამკლაურს იმსახურებს.“