TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის დეტალები, წილისყრა დღეს გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის განახლებული ფორმატის წილისყრა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე ჩატარდება.

განახლებული ფორმატის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-იდან 36-მდე გაიზრდება.

აღარ იქნება ტრადიციული ჯგუფები, გუნდები ერთ ჯგუფში იქნებიან თავმოყრილები და თითოეული მათგანი წილისყრის შედეგად გამოვლენილ 8 მეტოქესთან 8 შეხვედრას გამართავს, 4-ჯერ სახლში, 4-ჯერ გასვლაზე.

36 გუნდში საუკეთესო 8 მომდევნო ეტაპზე ავტომატურად გავა, 9-დან 24-ის ჩათვლით გუნდებს კი 2-მატჩიანი პლეი-ოფის გავლა მოუწევთ. გუნდები, რომლებიც პირველ ეტაპს 25 ან უარეს პოზიციაზე დასრულებენ, ასევე პლეი-ოფს გამოთიშული გუნდები ევროპა ლიგაზე აღარ გადაინაცვლებენ და ევროპულ ტურნირებს გამოეთიშებიან.

იუვენტუსი მეორე კალათაშია განთესილი, სრული სია კი ასე გამოიყურება: