TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჩელსის ნახევარმცველი იუვენტუსის სიაში

იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და პოტენციური სამიზნეების ძიებას უკვე შეუდგა.

ტურინული გრანდის პრიორიტეტი მარსელის პიერ-ემილ ჰოიბიერგია, მაგრამ მარსელთან საერთო ენის გამონახვა რთული იქნება, ამიტომ იუვენტუსი პარალელურად ალტერნატიული ვარიანტების ძიებაშია.

SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე ჩელსის 21 წლის ტალანტი ანდრეი სანტოსია. ახალგაზრდა ბრაზილიელი ლონდონური გუნდის გეგმებში არ შედის და მისი გაშვების წინააღმდეგი არ იქნება. იუვე მის იჯარით გაფორმებას ეცდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !