ჩელსიმ იუვენტუსს ვეიგას ფასი შეუთვალა
იუვენტუსი რენატუ ვეიგას თამაშით კმაყოფილია და სეზონის ბოლოს მის შენარჩუნებას ეცდება, თუმცა ეს მარტივი არ იქნება.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ჩელსი იანვარში ვეიგას გაყიდვის სანაცვლოდ 33 მილიონ ევროს ითხოვდა და მისი ფასის შემცირებას არც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ვეიგას იჯარის 1 წლით გახანგრძლივებას ეცდება, მისი შემდგომში 20-25 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით. ჩელსის პორტუგალიელი მცველის დაბრუნება უნდა, თუმცა თავად ფეხბურთელის სურვილი მოლაპარაკებებში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.