TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჩელსი კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობს

ჩელსი პსჟ-სთან რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა.

იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის ფრანგი ფორვარდის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ დიდია ალბათობა, კოლომ ბიანკონერის რიგები დატოვოს.

SportMediaset-ის ცნობით, ფრანგის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა, მაგრამ ბიანკონერი მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 45 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს, ამიტომ ამ მომენტისთვის რანდალის ტურინში დარჩენა რთულად წარმოსადგენია.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !