ჩელსი გატის ტრანსფერით ინტერესდება
ბრიტანული წყაროების ცნობით, ჩელსი ფედერიკო გატის ტრანსფერით ინტერესდება.
The Sun-ის ცნობით, იტალიელი ფეხბურთელის ხილვა ჩელსის რიგებში პირადად ენცო მარესკას სურს და ლონდონელებმა გატის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს.
წყაროს ინფორმაციით, გატი იგორ ტუდორის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზრება და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ტურინულმა გრანდმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე იტალიელის გაყიდვა გადაწყვიტოს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)