TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბუფონი:“ ტუდორის გამო ვწუხვარ, სპალეტი დიდებული არჩევანია“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯიჯი ბუფონმა ტურინულ გრანდში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ახალი მწვრთნელი იუვენტუსში ? ვფიქრობ, გუნდის ხელმძღვანელობაში ტუდორის კანდიდატურით ყველა მოხიბლული არ იყო. რა თქმა უნდა, მე შიდა ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა გარედან სწორედ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

„სპალეტი ? ტუდორის გამო ძალიან ვწუხვარ, ლუჩიანო კი იუვენტუსისთვის იდეალური მწვრთნელია. მას თავისი გამოცდილებით გუნდში არსებული სირთულეების დაძლევა და შემადგენლობის პოტენციალის სრულად გამოყენება შეუძლია.

„სამწუხაროა, რომ სპალეტის იუვენტუსთან ერთად პრე-სეზონის დროს მუშაობის საშუალება არ ჰქონდა, დარწმუნებული ვარ, ახლა გუნდი გაცილებით კარგ მდგომარეობაში იქნებოდა.

„ახალი ციკლი იუვენტუსში ? გუნდში არსებული დღევანდელი სიტუაცია 2009-11 წლებს მაგონებს. 9-წლიანი დომინაციის შემდეგ, ასეთი რთული პერიოდი მოსალოდნელი იყო და ვფიქრობ, სპალეტი არის ის სპეციალისტი, ვისაც ახალი ციკლის დაწყება შეუძლია.

„ჩემი მომავალი ? იმედი მაქვს, ერთ დღეს სპორტული დირექტორის პოზიციას დავიკავებ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

135 views
error: დაცული კონტენტი !