ბუფონი:“ სპალეტი იუვენტუსში სიტუაციის გამოსასწორებლად იდეალური ადამიანია“
იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯიჯი ბუფონმა ტურინულ გრანდში ლუჩიანო სპალეტის მისვლა შეაფასა.
„ვფიქრობ, ლუჩიანო სპალეტი არის იდეალური მწვრთნელი და ადამიანი, ვისაც სირთულეებში მყოფი იუვენტუსის სწორ გზაზე დაბრუნება შეუძლია.
„სამწუხაროა, რომ მას სეზონის წინ მოსამზადებელი პერიოდი არ ჰქონდა, ეს მწვრთნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დროა, როდესაც გუნდთან ერთად მუშობა ზედმეტი წნეხისა და დატვირთული კალენდარის გარეშე შეუძლიათ, ასევე მას სატრანსფერო ფანჯარაზე საჭირო ფეხბურთელების მოთხოვნა შეეძლებოდა.
„სირთულეებში მყოფი გუნდის ჩაბარება შუა სეზონში მარტივი არ არის, მაგრამ მჯერა, რომ ის ამ გამოწვევას გაუმკლავდება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
