ბუფონი:“ იუვენტუსის ქომაგებმა ანიელების ოჯახთან კავშირი უნდა დააფასონ“
იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯიჯი ბუფონმა ტურინული გრანდის შესაძლო გაყიდვის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
„მე ვხედავ, Tether-ი იუვენტუსის ყიდვას აქტიურად ცდილობს და საკმაოდ მნიშვნელოვანი წინადადებაც გააკეთა, მაგრამ ვერც კი წარმომიდგენია, რომ ჯონ ელკანმა და ანიელების ოჯახმა იუვენტუსი გაყიდონ.
„იუვენტუსის ქომაგები უნდა იყვნენ ამაყები და დაინახონ ის ისტორიული კავშირი, რაც იუვენტუსსა და ანიელების ოჯახს აკავშირებთ, 100-წლიანი ისტორია, რომელიც გამარჯვებით არის სავსე.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
