TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბრესტი ჯალოს ტრანსფერზე გააქტიურდა

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში იუვენტუსის რიგებს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს და ერთ-ერთი მათგანი დიდი ალბათობით ტიაგუ ჯალო იქნება.

პორტუგალიელის ტრანსფერზე რომა მუშაობდა, მაგრამ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამიტომ ჯალოს აგენტი სხვა გუნდის ძიებაშია.

SportItalia-ს ცნობით, ჯალოს ტრანსფერით ფრანგული ბრესტი გააქტიურდა, ტურინულ გრანდს მის სანაცვლოდ 6-7 მილიონი ევროს გამომუშავება უნდა.