8-თვიანი პაუზის შემდეგ, ბრემერმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, გლეისონ ბრემერმა 8-თვიანი პაუზის შემდეგ სრული დატვირთვით პირველად ივარჯიშა.
ბრემერმა ჯვარედინი იოგების ტრავმა გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღო, რის გამოც მას ფაქტობრივად მთელი სეზონი გაუცდა.
წყაროს ინფორმაციით, ბრემერი გუნდთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, თუმცა ის საკლუბო მუნდიალზე მონაწილეობას არ მიიღებს და მომზადებას სეზონის სტარტისთვის გააგრძელებს.