ბრემერს მინიმუმ 2 თვე გაუცდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, გლეისონ ბრემერი დიდი ალბათობით მინიმუმ 2 თვეს გამოტოვებს.
როგორც უკვე მოგახსენეთ (იხილეთ აქ), ბრემერს მუხლის მენისკის ოპერაცია ჩაუტარდება და ჯერჯერობით მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო დრო ოპერაციის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.
როგორც წესი, მენისკის ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესო 35-45 დღეა, თუმცა ბრემერი ოპერაციას იმავე მუხლზე იკეთებს, რომელზეც მას 1 წლის წინ ჯვარედინი იოგები გაუწყდა, რის გამოც სარეაბილიტაციო პროცესი კიდევ უფრო გაიზრდება.
Tuttomercato-ს ცნობით, არ არის გამორიცხული, ბრაზილიელმა 2025 წელს საერთდ ვერ ითამაშოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
