TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბრემერს იუვენტუსის დატოვება სურს

იტალიელი ჟურნალისტის ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, გლეისონ ბრემერი სეზონის ბოლოს იუვენტუსის დატოვებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, რაც რამდენიმე დღის წინ თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, ბრაზილიელს ტიტულებისთვის ბრძოლა უნდა და ამ მომენტისთვის რთული წარმოსადგენია, რომ მომდევნო სეზონში იუვენტუსმა ამბიციური მიზნებისთვის იბრძოლოს.

ბრემერის გამოსასყიდი თანხა 54 მილიონი ევროა, მის მიმართ ინტერესს ინგლისური გუნდები იჩენენ, რომელთათვის ამ თანხის გადახდა პრობლემა არ იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)