250 დღის შემდეგ, ბრემერმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
იუვენტუსის მცველმა გლეისონ ბრემერმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჯვარედინი იოგების ტრავმა გასული სეზონის სტარტზე მიიღო და ის გუნდის განკარგულებაში ახლაღა ბრუნდება.
გლეისონი შტატებში გუნდთან ერთად გაემგზავრება, თუმცა ის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს. ბრემერი ვარჯიშს გააგრძელებს და სეზონის სტარტისთვის მზად იქნება.