ბრემერის ტრავმის ფონზე, ტუდორი ფორმაციის შეცვლას განიხილავს
იუვენტუსმა მომდევნო მატჩიდან შესაძლოა ახალი ფორმაციით ითამაშოს.
იტალიური მედიის ცნობით, გლეისონ ბრემერის ტრავმის ფონზე, ვინც მინიმუმ 2 თვეს გამოტოვებს, იგორ ტუდორი გუნდის 4-მცველიან სქემაზე გადაყვანას განიხილავს.
IlBianconero-ს ცნობით, გატი და რუგანი კლასიკურ ცენტრალურ მცველებად მოიაზრებიან, კალულუსა და კელის კი როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზე შეუძლიათ თამაში, მათ კი კამბიაზო და ჟოაუ მარიო ემატებიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
