ბრემერის სარეაბილიტაციო პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს
ხუან კაბალისა და ლოიდ კელის შემდეგ, მოედანზე დაბრუნებასთან გლეისონ ბრემერია ახლოს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ბრემერი NASA-ს ტექნოლოგიას იყენებს, სპეციალური სავარჯიშო ბილიკი, რომელიც გრავიტაციის დონეს 70-80 პროცენტით ამცირებს და ვარჯიშის დროს სახსრები გაცილებით ნაკლებ ზეწოლას განიცდიან.
წყაროს ცნობით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ბრაზილიელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის განკარგულებაში 7 დეკემბერს, ნაპოლისთან უმნიშვნელოვანეს მატჩში დაბრუნდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
