TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბრემერის გამოსყიდვა ზაფხულში 55 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი

იუვენტუსმა მომდევნო კვირებში შესაძლოა გლეისონ ბრემერის ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყოს.

28 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2029 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა პრობლემა გახლავთ მის ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც გლეისონის გამოსყიდვა ნებისმიერ გუნდს 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი მომდევნო კვირებში ბრემერის თამაშს დააკვირდება და გადაწყვეტს, უღირს გლეისონთან ახალი კონტრაქტის გაფორმება, მისი გასამრჯელოს გაზრდა და ბრაზილიელის გამოსასყიდი პუნქტის გაუქმება, თუ გლეისონის კონტრაქტს უცვლელად დატოვებს…

შეგახსენებთ, ბრემერი გასულ კვირებში არაერთ ინგლისურ გრანდს, მათ შორის ლივერპულს, არსენალსა და მანჩესტერ იუნაიტედს დაუკავშირეს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

308 views
error: დაცული კონტენტი !