ბრემერის და ტურამის ტრავმები სერიოზული არ არის
იტალიური წყაროების ცნობით, გლეისონ ბრემერის და ხეფრენ ტურამის ტრავმები სერიოზული არ არის.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მუხლზე დისკომფორტი გუშინდელი მატჩის მსვლელობისას იგრძნო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
SportItalia-ს ცნობით, ბრემერის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა მისი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ტურამს რაც შეეხება, მას პრობლემა წვივზე ჰქონდა, თუმცა ის დიდი ალბათობით ვილიარეალთან გუნდის განაცხადში იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
