TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბრემერი:“ ზეიმი ნაადრევია, ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია“

იუვენტუსის მცველმა გლეისონ ბრემერმა კრემონეზესთან მატჩი შეაფასა.

„გოლი ? ბურთი თავში მომხვდა და გამიმართლა, საბოლოო ჯამში უმნიშვნელოვანესი გუნდის გამარჯვება იყო და ჩვენ ეს გავაკეთეთ. გოლი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი, ის ორსულად არის, ჩვენ პატარა გოგოს ველოდებით და ძალიან ბედნიერი ვარ.

„ტიტულისთვის ბრძოლა ? ჩვენ კარგი პერიოდი გვაქვს, კარგად ვმუშაობთ და კარგად ვთამაშობთ, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ჯერ არაფერი მოგვიგია, გუნდმა მუშაობა და განვითარება უნდა გააგრძელოს, წინ ძალიან რთული მატჩები გველოდება და მზად უნდა ვიყოთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !