ბრემერი:“ სეზონის გამარჯვებით დაწყება უმნიშვნელოვანესი იყო“
იუვენტუსის მცველმა გლეისონ ბრემერმა პარმასთან მატჩი შეაფასა.
„ჩემი ბლოკი ? მე საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ჩემი მოვალეობაც ეს არის, გუნდის და თანაგუნდელების დახმარება. ჩვენ საერთო ჯამში კარგი მატჩი გვქონდა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ დონეზე, სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოედანზე დაბრუნება ? სიმართლე რომ გითხრათ, მატჩის წინ ცოტას ვნერვიულობდი, რადგან ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა უკვე დიდი ხანია არ მიმიღია, მაგრამ როგორც კი შეხვედრა დაიწყო, თავდაჯერებულობა დავიბრუნე.
„მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, მათი გვერდში დგომა რთულ მომენტებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
