ბრემერი სავარაუდოდ იანვარში დაბრუნდება
Corriere dello Sport-ის ინფრომაციით, გლეისონ ბრემერი დიდი ალბათობით მოედანს იანვარში დაუბრუნდება.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი მინიმუმ 8-10 კვირას გამოტოვებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მან მენისკის ოპერაცია იმავე მუხლზე გაიკეთა, რომელზეც გლეისონს ჯვარედინი იოგები გაუწყდა, მისი სარეაბილიტაციო პროცესი უფრო ფრთხილი და ხანგრძლივი იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, ბრემერი გუნდის განკარგულებაში ან დეკემბერში, ან, რაც მეტად სავარაუდოა, იანვარში დაბრუნდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
