ბრემერი:“ მინდა, იუვენტუსთან ერთად უამრავი ტიტული მოვიგო და გუნდის ისტორიაში შევიდე“
იუვენტუსის მცველმა გლეისონ ბრემერმა Corriere della Sera-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„იუვენტუსი ? იუვეს ჩემპიონთა ლიგის მიღმა ყოფნა ვერც კი წარმომიდგენია. ჩემი ოცნება აქ დარჩენა, უამრავი ტიტულის მოპოვება და გუნდის ისტორიაში თავის დამკვიდრებაა.
„კაპიტანის სამკლაური ? ეს ენით აღუწერელი გრძნობაა. J Museum-ში ყოფნისას კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, თუ რამდენად დიდი ისტორია აქვს გუნდს და ვიცით, რომ სწორედ იმ დონეზე დაბრუნება გვინდა, სად ყოფნასაც იუვენტუსი იმსახურებს.
„მარცხი კალიარისთან დომინაციის მიუხედავად ? ჩვენ გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ პარალელურად ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ გუნდი ვითარდება და პროგრესი აშკარაა. თუ ასე მონდომებულად ვარჯიში და თამაში გავაგრძელეთ, ჩვენ წინ დიდი წარმატებები გველოდება.
„სპალეტი ? სპალეტი ჩემგან უფრო მეტ გამბედაობას და რისკზე წასვლას ითხოვს. მას სურს, რომ გუნდის შეტევის წამოწყებაში ჩემი წვლილი შევიტანო. გასულ წლებში ტრავმების გამო ბევრი გამიცდა და ჯერჯერობით საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში არ ვარ, მაგრამ ნელ-ნელა ძველებურ ფორმას ვიბრუნებ, რაც მწვრთნელის მოთხოვნების შესრულებაში კიდევ უფრო დამეხმარება.
„ლუჩიანოს თამაშის ხედვა ძალიან მომწონს, ჩვენ ახლა უფრო დომინანტები ვართ, ბურთს ვაკონტროლებთ და მეტოქეს მომენტების მარტივად შექმნის შესაძლებლობას არ ვაძლევთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
