ბრემერი:“ იუვენტუსთან ერთად უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა მსურს“
იუვენტუსის მცველმა გლეისონ ბრემერმა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ტრავმა ? მე რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ახლა ყველაფერი გაცილებით უკეთ არის. ნელ-ნელა ვარჯიშის ინტენსიობას ვუმატებ და იმედი მაქვს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის მზად ვიქნები, თუმცა მოვლენების დაჩქარებას არ ვაპირებ.
„საუკეთესო მომენტი კარიერაში ? იუვენტუსთან ერთად კოპა იტალიას მოგება გამორჩეული გრძნობა იყო. მინდოდა, ჩვენ სკუდეტოსთვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზნებისთვის ბრძოლა გაგვეგრძელებინა, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმა მივიღე. ეს არის ისტორია, რომელიც იუვენტუსთან ერთად ჯერ კიდევ დასაწერი მაქვს.“