TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბრემერი:“ იუვენტუსის მაისურის ტარება თითოეულ ჩვენგანს გამარჯვებისთვის ბრძოლას გვაიძულებს“

იუვენტუსის მცველმა გლეისონ ბრემერმა ბიანკონერის YouTube არხთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იუვენტუსის ვიცე-კაპიტნობა ? ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მწვრთნელისა და გუნდის ნდობას ვაფასებ, მაგრამ ვიცე-კაპიტნობა მოედანზე ჩემთვის ბევრს არაფერს ცვლის, მე უნდა ვიბრძოლო თითოეული ბურთისთვის, თითოეულ შეხვედრაში ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მიზანი გამარჯვება უნდა იყოს, რადგან ამას შენგან იუვენტუსი, გუნდის ისტორია და DNA ითხოვს.

„იტალია ? სამხრეთ ამერიკელებისთვის იტალია იდეალური ქვეყანაა, აქ ჩვენ გვაქვს შესანიშნავი სამზარეული, ზღვა და მზე, აქ ყველაფერი შესანიშნავია.

„იტალიური ფეხბურთი ? იტალიური ფეხბურთი და სერია ა ყოველთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სულ ცოტა ხნის წინ სერია ა მსოფლიოში საუკეთესო გახლდათ, მთელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, მათ შორის ბრაზილიელებიც იტალიაში თამაშობდნენ. რონალდო, კაფუ, ადრიანო და სხვები.

„რამდენად შეიცვალა ვარჯიშის ინტენსიობა ? ტორინოსა და იუვენტუსში თამაში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. იუვენტუსში მატჩი ყოველ 3 დღეში ერთხელ გაქვს და თითოეული მათგანისთვის მზად უნდა იყო. ასეთ დონეზე თამაში თითოეულ დეტალზე ყურადღებას ითხოვს, ნუტრიცია, ძილი, ძალების აღდგენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვარჯიში.

„ნომერი 3 ? მე ყოველთვის ამ ნომრით ვთამაშობდი. როდესაც იუვენტუსში გადმოვედი, კიელინის დავურეკე და მისი მაისურის აღება ვთხოვე, რაზეც თანხმობა მივიღე. მე თითოეულ მატჩში ჩემი მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ, მაგრამ არა 3 ნომრის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს იუვენტუსის მაისურია და სხვაგვარად შეუძლებელია.

„ტრავმა ოპენდასთან კონტაქტის შემდეგ ? მან მატჩის შემდეგ მომწერა და ბოდიში მომიხადა, თუმცა მას საბოდიშე არაფერი ჰქონდა, ეს ასეთი რამ ფეხბურთში ხდება. ახლა ჩვენ თანაგუნდელები ვართ, თუმცა მასთან საუბრის საშუალება ჯერ არ მქონია.

„ლიდერი ? მე თავს გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ვგრძნობ, თუმცა გასახდელში ბევრი საუბარი არ მიყვარს და ჩემს სათქმელს მოედანზე ვამბობ. მინდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მისაბაძი მაგალითი გავხდე. გატი, ვლაჰოვიჩი და ლოკატელი გუნდის სხვა ლიდერები არიან.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

291 views
error: დაცული კონტენტი !