TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბრემერი:“ იმედი მაქვს, საკლუბო მუნდიალზე თამაშს შევძლებ“

იუვენტუსის მცველმა გლეისონ ბრემერმა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მოტას გუნდიდან წასვლა ? მე მის გამო ძალიან ვწუხვარ, ეს ჩვენთვის რთული და უიღბლო სეზონი გამოდგა, რადგან ტრავმების გამო გუნდს დიდი დანაკლისით უწევდა თამაში. მოტა კარგი მწვრთნელია, ჩვენ სეზონი კარგად დავიწყეთ და გვეგონა, რომ მნიშვნელოვანი შედეგებისთვის ვიბრძოლებდით, მაგრამ ტრავმებმა დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

„ჩემი დაბრუნება ? მე რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მე უკვე სირბილი დავიწყე, მაგრამ ჯერ მოედანზე დაბრუნება ადრეა, ჩვენ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ. იმედი მაქვს, საკლუბო მუნდიალზე გუნდის განაცხადში ვიქნები.

„ტუდორი ? მე ტუდორს უკვე ვესაუბრე. მან მკითხრა, თუ როდის დავბრუნდებოდი, ვუთხარი, რომ ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი ადრეა.

„ჩემპიონთა ლიგა ? ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, სეზონის ოთხეულში დასრულებას და საგზურის მოპოვებას შევძლებთ.“

error: დაცული კონტენტი !