ბრემერი:“ არანაირი ტრავმა არ მაქვს, თავს კარგად ვგრძნობ“
იუვენტუსის მცველმა გლეისონ ბრემერმა რომასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ მოედნის ნაადრევად დატოვების მიუხედავად, ის ტრავმირებული არ არის.
„მოედნის დატოვება ? მე კარგად ვარ და არანაირი პრობლემა არ მაქვს. 60 წუთი თამაში თავიდანვე გეგმა იყო, რადგან ჯერჯერობით საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში არ ვარ.
„რთული პერიოდი ? დიახ, ამდენი ხანი მოედანს მიღმა ყოფნა და სარებაილიტაციო პროცესი მარტივი არ არის, მაგრამ ახლა დავბრუნდი, თავს კარგად ვგრძნობ და მიხარია, რომ გუნდის დახმარებას ვახერხებ. რომა ძალიან ძლიერი გუნდია და ჩვენ უმნიშვნელოვანესი ქულები მოვიპოვეთ.
„სპალეტი ? ის წარმოუდგენელი გამოცდილების მქონე მწვრთნელია, რომელსაც ზურგს არაერთ გამარჯვება უმაგრებს. ის ჩვენგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს, რაც განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
