ბრამბილა:“ იუვენტუსს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს“
იუვენტუსის NextGen-ის მწვრთნელმა მასიმო მბრამბილამ, ვინც დღეს იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში გახლდათ, უდინეზესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„გიჟური დღეები ? დიახ, მე ორშაბათს დილით NextGen-თან ერთად ვიმუშავე, საღამოს კი ძირითადი გუნდის ვარჯიში მომიწია, ჩვენ 3 პროდუქტიული სავარჯიშო სესია გვქონდა და ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ.
„იუვენტუსს ძალიან ძლიერი, პროფესიონალი ფეხბურთელები ჰყავს, ბიჭებმა იციან, თუ რა უნდა გააკეთონ მოედანზე, დღეს მათ ძალიან კარგად ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
„ილდისი ? კენანი უნიჭიერესი ფეხბურთელია და როგორც ყველა ტალანტს, მას მეტი თავისუფლება სჭირდება. მე მასთან ერთად NextGen-ში მუშაობის გამოცდილება უკვე მქონდა, ამიტომ კენანთან საუბარი არ გამიჭირდა. ის შესანიშნავი ბიჭია, კენანს შეუძლია, საუკეთესო გახდეს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
