TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბრამბატი:“ ჯუნტოლის დონარუმას, ტონალისა და ოსიმენის გაფორმება სურდა“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მასიმო ბრამბატის თქმით, ის იუვენტუსის ყოფილ დირექტორს კრისტიანო ჯუნტოლის ესაუბრა და მხარეებმა საინტერესო თემები განიხილეს.

„მე ჯუნტოლის ჰეისენის ტრანსფერზე ვესაუბრე. მან მითხრა, რომ გუნდი ესპანელის სანაცვლოდ საერთო ჯამში 25 მილიონ ევროს მიიღებს. მან მითხრა, რომ გუნდის სტაფი არ იყო დარწმუნებული, რომ დინი დაცვით ასპექტში გუნდისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.

„დუგლას ლუისზე ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ ბრაზილიელს ძალიან რთულად სამკურნალო ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ის საუკეთესო ფორმაში არ იყო, მას უიღბლო სეზონი გამოუვიდა.

„კრისტიანოს თქმით, მან პირველ 2 სეზონში იუვენტუსის ფინანსური სიტუაცია გამოასწორა, ამიტომ ზაფხულში გუნდის ხელმძღვანელობასთან მისვლას და დონარუმას, ტონალისა და ოსიმენის გასაფორმებლად მწვანე შუქის მიღებას გეგმავდა.“

60 views
error: დაცული კონტენტი !