ბონუჩის საინტერესო ინტერვიუ DAZN-თან
იუვენტუსის და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ DAZN-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ტურინი ? ტურინი ჩვენი სახლი 2010 წელს გახდა, 2012 წელს ჩვენ პირველი სახლი ვიყიდეთ და აქ დარჩენა გადავწყვიტეთ. იუვენტუსს მადლობა, რომ ტურინში გადმომიყვანა.
„ტიპიური დღე ? მე ნაკრებთან ერთად ვმოგზაურობ. ჩემი მიზანი მომავალში მწვრთნელობაა და მინდა, რინო გატუზოსა და პრეზიდენტს ამ შესაძლებლობისთვის მადლობა ვუთხრა. როდესაც ნაკრებთან ერთად ვარ, ვგრძნობ, რომ ძველი ცეცხლი ღვივდება, რაც ძალიან მსიამოვნებს.
„იუვეს დატოვება და ურთიერთობა ალეგრისთან ? ჩემი ხასიათისა ადამიანებს ზოგჯერ ჩხუბი მოსდით, მე ძალიან დამწუხრებული ვიყავი იმის გამო, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ეს იყო ტვირთი, რომელსაც ვატარებდი. საბედნიეროდ, მე და ალეგრიმ ვისაუბრეთ და ყველაფერი მოვაგვარეთ.
„კონტე ? მას ჩემს გულში გამორჩეული ადგილი უკავია. ანტონიო არის ადამიანი, რომელმაც ჩემი კარიერის ტრაექტორია შეცვალა. მან მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა, პოზიცია, ეპიზოდების წაკითხვა და პრობლემების იქამდე გადაჭრა, სანამ ეს პრობლემები წარმოიქმნებოდა.
„გადამწყვეტი მომენტი ? ყველაფერი ნაპოლისთან მატჩში შეიცვალა, როდესაც ჩვენ 3-5-2 სქემა პირველად ვცადეთ. ჩვენ ამ ფორმაციაზე მხოლოდ 2 დღე ვმუშაობდით და არ ვიცოდით, გაამართლებდა თუ არა იცის. შეხვედრა 3-3 დასრულდა, ჩვენ გარკვეული შეცდომები დავუშვით, მაგრამ ვიცოდით, რომ რაღაც ახალი აღმოვაჩინეთ.
„კარდიფის ფინალი ? მედიაში ძალიან ბევრი სისულელე დაიწერა. გასახდელში არანაირი კონფლიქტი და ჩხუბი არ ყოფილა. დიბალას ყვითელი ბარათი ჰქონდა და ისეთი აგრესიული არ იყო, მე კი მას ვუთხარი, რომ სწორედ პაულო იყო ჩვენი მთავარი იარაღი და ჩვენ ის გვჭირდებოდა.
„მილანი ? მილანში გადასვლამ მე, როგორც ადამიანი უკეთესი გამხადა და გატუზოს გაცნობის შესაძლებლობა მომცა. იუვენტუსში დაბრუნებისას ვიცოდი, რომ თავიდან ქომაგებთან გარკვეული პრობლემები მექნებოდა, ხოლო გასახდელში ავტორიტეტისა და ნდობის დაბრუნება მომიწევდა, მაგრამ მე ამისთვის მზად ვიყავი და ჩვენ გავაგრძელეთ შესანიშნავი ისტორია.
„კიელინი ? იუვენტუსის ხელმძღვანელობაში ყოფნა ჯორჯოს ოცნება იყო, მას აქვს ყველაფერი, რომ გუნდს უხელმძღვანელოს. დღევანდელი, სპალეტის იუვენტუსი ბრუნდება იქ, სად ყოფნასაც გუნდი იმსახურებს. მე ჯორჯოსა და ბიჭებს ხშირად ვესაუბრები და ვიცი, რომ სპალეტის მუშაობით ყველა ძალიან კმაყოფილია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
