TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბონუჩიმ კოვერჩიანოს ბაზაზე სამწვრთნელო კურსების გავლა დაიწყო

იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ Coverciano-ს ბაზაზე სამწვრთნელო კურსების გავლა დაიწყო.

ბონუჩიმ არაერთხელ დაადასტურა, რომ მომავალში იუვენტუსის გაწვრთნა უნდა და მან ამისთვის მზადება უკვე დაიწყო.

ბონუჩის პირველ რიგში C და D ლიცენზიის მიღება მოუწევს, რაც მას B დონის ლიცენზიისკენ გაუხსნის გზას, შემდეგ კი იტალიელს Pro ლიცენზიის მიღება და ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მუშაობა შეეძლება.