TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბონუჩი იტალიის ნაკრებში დაბრუნდა

იუვენტუსის ლეგენდა ლეონარდო ბონუჩი ფეხბურთში დაბრუნდა, თუმცა ამჯერად ის მწვრთნელის ამპლუას მოირგებს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბონუჩიმ რამდენიმე დღის წინ UEFA-ს B კატეგორიის მწვრთნელის ლიცენზია მიიღო, რაც მას სერია ბ-სა და ასაკობრივ გუნდებში მუშაობის საშუალებას აძლევს.

ბონუჩი იტალიის 20-წლამდელთა ნაკრების ბერნარდო კორადის ასისტენტი იქნება, პარალელურად კი ის კურსების გავლას გააგრძელებს და მომდევნო კვირებში A კატეგორიის ლიცენზიას მიიღებს, რაც ბონუჩის უმაღლეს დონეზე მუშაობის უფლებას მისცემს.