TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბოლონია რუგანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ბოლონია იუვენტუსის მცველის დანიელე რუგანის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

დანიელესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებიბს მიუხედავად, რუგანი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და ბიანკონერი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

წყაროს ცნობით, იუვენტუსსა და ბოლონიას შორის არც თუ ისე კარგი ურთიერთობაა, თუმცა თუ როსობლუ მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 6-7 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდება, ბიანკონერი ფეხბურთელის როსობლუს რიგებში გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.