TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბოლონია რუგანის იჯარით გაფორმებას ცდილობს

იუვენტუსსა და ბოლონიას შორის დანიელე რუგანის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

იტალიელი მცველი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ ბიანკონერი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ჯერჯერობით მხარეებს შორის ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება.

ნიკოლო სკირას ცნობით, ბოლონიას რუგნაის იჯარით აყვანა სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, იუვენტუსი კი მას არენდით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ მისი გამოსყიდვა სეზონის ბოლოს სავალდებულო იქნება.

error: დაცული კონტენტი !