ბოლონია მირეტის ტრანსფერზე მუშაობს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ბოლონია იუვენტუსის ფეხბურთელის ფაბიო მირეტის ტრანსფერზე მუშაობს.
წყაროს ცნობით, ბოლონია ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და პირადი კონტრაქტის შეთანხმების შემდეგ იუვენტუსს პირველი წინადადებით მიმართავს.
ტურინული გრანდი ფაბიოს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუ მის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონ ევროს მიიღებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ
